воскресенье, 8 ноября 2009 г.

1.პროექტის სახელი: ჩემი საზაფხულო საცხოვრებელი ადგილი

(სოფელი გლოლა)

2.პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები აღწერენ თავიანთ საზაფხულო საცხოვრებელ ადგილს,ხდება ამ ადგილების შედარება,მათი ხასიათის გამოკვეთა,ისტორიული ღირებულებები.

3.პროექტის სრული აღწერა:საზაფხულო საცხოვრებელი ადგილის აღწერა-ბუნებრივი რესურსების ღირულებები,ტრადიციები,ჩვეულებები, ისტორია-ლეგენდები.

მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან სხვადასხვა კუთხის(სოფლის,რაიონის,ქალაქის) ტრადიციებს,ისტორიას,ჩვეულებებს,ბუნებას.მოიძიებენ მასალებს ლიტერატურიდან,ხელოვნებიდან,ფოლკლორიდან.მოახდენენ კვლევა-ძიებას,მოაწყობენ ექსკურსიებს ამა-თუ იმ მხარეში,შეისწავლიან ისტორიას,შექმნიან ფოტო-აუდიო-ვიდეო მასალას.

გააკეთებენ დასკვნას თუ რომელი საზაფხულო დასასვენებელი ადგილია სასარგებლო და საინტერესო.

4.მონაწილეთა ასაკი:13-16 წელი

5.ვადები:2010 წლის ივნისი-2010 წლის ოქტომბერი.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:სამკურნალო კურორტების შესახებ ინფორმაციის მოძიება,სლაიდების,საკუთარი ნახატების და ფოტო-სურათების გამოფენა.

7.მოსალოდნელი შედეგები:შეიქმნება ბლოგი,სადაც განთავსდება ფოტო-ალბომები,სლაიდები,ვიდეოები,რითაც მოგროვდება გარკვეული მასალა,რაც დაეხმარება მოსწავლეებს მომავალში საჭირო ინფორმაციის მოძიებაში.

8.სასარგებლო სხვებისთვის:მოსწავლეები ამ გამდიდრებულ ცოდნას გააცნობენ მსურველებს (თანატოლებს).
9.სამუშაო ენა:ქართული.
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:გეოგრაფია,ისტორია,ბიოლოგია,ქართული ენა.
12.პროექტის ფასილიტატორი:ეკა ჯალაღონია
13.ფასილიტატორის ელ-ფოსტა:jalagonia25@gmail.com
14.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:glola-eka